
წაკითხულია 49 739 გამოქვეყნებული აქტი
მერიის პასუხი გაიგე გაგზავნამდე.
ორი წლის ყველა გამოქვეყნებული აქტი წავიკითხეთ. ვიცით, რას ამტკიცებენ შენს სექტორში და რის გამო აბრუნებენ დოკუმენტაციას.
დაიწყე პროექტიან სცადე ანგარიშის გარეშე — შემოწმება მუშაობს, ოღონდ შევსებული არსად არ რჩება.
რაში დაგეხმარება
სამივე ერთსა და იმავე ბაზაზე დგას, ოღონდ სხვადასხვა კითხვას პასუხობს. დაიწყე იქიდან, რაც ახლა გჭირდება.
რას ცვლის ანგარიში
შემოწმება ანგარიშის გარეშეც მუშაობს და არაფერს არ ინახავს. მაგრამ სანებართვო პროექტი ერთ ჯდომაში არ მთავრდება: ველები ივსება ნაწილ-ნაწილ, ნახაზები იცვლება, ციფრი ხელახლა ითვლება.
პროექტი და არა ერთჯერადი შემოწმება
ერთი ნაკვეთი = ერთი პროექტი. ველები იქ რჩება, ე.ი. მეორედ შემოსვლისას თავიდან შევსება არ გჭირდება.
დოკუმენტები ერთ ადგილას
ნახაზები პრივატულ საცავში დევს — შენს ანგარიშზე მიბმული, ბმულით მიუწვდომელი. სხვა კომპიუტერიდანაც იმავე პაკეტს ხედავ.
ალბათობა ვერსიებით
ყოველი ხელახალი გამოთვლა ახალი ვერსიაა და წინა რჩება. ე.ი. ჩანს არა მხოლოდ ციფრი, არამედ ის, რამ ასწია.
ბეტა და რას ვაკეთებთ მასთან
ვითვლით, რომელი ნაბიჯი რთულია — რომ ის გავასწოროთ. ველების შიგთავსს ამისთვის არ ვკითხულობთ: ვითვლით ნაბიჯებს და არა ტექსტს.
საიდან მოდის ციფრი
ციფრს ორი ნაწილი აქვს: საწყისი წილი გამოქვეყნებულ აქტებზეა დათვლილი, შემდეგ კი ის შენს პასუხებზე მოძრაობს. სადაც მონაცემი ცოტაა, ეკრანი ამას პირდაპირ ამბობს.
ორი წლის სრული აღწერა
2024 წლის ივლისიდან 2026 წლის ივნისამდე გამოქვეყნებული ყველა გადაწყვეტილება: დამტკიცება, უარი, ხარვეზი. შერჩევა არ გვაქვს — მოსახერხებელ ციფრებს ვერ ავირჩევდით.
შენი სექტორი და კლასი
პროცენტი შენს საკადასტრო სექტორზე ითვლება და არა მთელ ქალაქზე. ვარკეთილსა და საბურთალოზე პასუხი სხვადასხვაა.
შენი პასუხები
აქტები მხოლოდ საწყის წილს იძლევა. შემდეგ ციფრი შენს ველებზე იძვრის: დაფარული მოთხოვნა ზემოთ სწევს, ნაკლული — ქვემოთ, იმავე წონით. მკაცრი წესის დარღვევაზე პროცენტი საერთოდ ქრება და მის ნაცვლად წერია, რა უნდა გასწორდეს.
სად ვჩერდებით
კოდექსის 92-ე მუხლი მერიას შეფასების უფლებას აძლევს. ამიტომ ვამბობთ, რომ პარამეტრები ზონაში დაშვებულია, და არა იმას, რომ პროექტი აუცილებლად გაივლის.