ArchiBot
მთავარიინსტრუმენტებიმზაობაPermit Studioხარვეზი
შესვლარეგისტრაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 24.09.2026

ArchiBot-ს ამუშავებს Mediator Tbilisi. ეს გვერდი ხსნის, რა მონაცემს ვაგროვებთ, რისთვის ვიყენებთ და როგორ შეგიძლია მისი წაშლა.

რას ვაგროვებთ

  • ანგარიში: ელფოსტა, სახელი და გვარი, როლი (მესაკუთრე, არქიტექტორი, დეველოპერი…), სურვილისამებრ ტელეფონი და კომპანია. Google-ით შესვლისას Google-ისგან ვიღებთ მხოლოდ ელფოსტას, სახელს და პროფილის სურათს.
  • პროექტები: ფორმაში შევსებული ველები, მათ შორის საკადასტრო კოდი და მისამართი, დათვლილი პროცენტი და მისი ვერსიები.
  • ატვირთული დოკუმენტები: მხოლოდ პორტალში, შენს პროექტში ატვირთვისას. ინახება პრივატულ საცავში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შენთვის.
  • გამოყენების მონაცემი: რომელი გვერდი და ნაბიჯი გახსენი, რამდენ ხანს დარჩი ველზე, რა შეცდომა გამოჩნდა. ფორმაში აკრეფილ ტექსტს და ფაილის შიგთავსს ამაში არ ვწერთ.

რას არ ვაგროვებთ

  • ანგარიშის გარეშე შემოწმებისას შევსებული ველები და ფაილები ჩვენს სერვერზე არ მოდის.
  • „ხარვეზის შემოწმებისას" PDF/DXF შენს ბრაუზერში იკითხება და არ იტვირთება.
  • მესაკუთრის სახელს და პირად ნომერს საჯარო რეესტრიდან არ ვიღებთ.

რისთვის ვიყენებთ

  • რომ შენი პროექტები შეინახოს და გააგრძელო.
  • რომ დავინახოთ, სად უჭირთ მომხმარებლებს, და პროდუქტი გავაუმჯობესოთ.
  • რომ დაგიკავშირდეთ ბეტა-ტესტირებასთან დაკავშირებით.

მონაცემს არ ვყიდით და რეკლამისთვის მესამე მხარეს არ გადავცემთ.

სად ინახება

მონაცემთა ბაზა და ფაილები ინახება Supabase-ში (ევროკავშირი, ფრანკფურტი), საიტი მუშაობს Vercel-ზე. ორივე მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებს მონაცემს.

შენი უფლებები

ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემის ნახვა, შესწორება ან ანგარიშის სრულად წაშლა, პროექტებისა და ფაილების ჩათვლით. მოგვწერე: sandro@mediatortbilisi.com.

ცვლილებები

თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, ახალ ვერსიას ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ, თარიღით.

ArchiBot

თბილისის სანებართვო პროცესი ერთ ეკრანზე. გუნდი: Mediator Tbilisi.

გვერდები

მთავარირა არის ArchiBotმზაობის შემოწმებაალბათობა და რა აკლიაPermit Studioნაკვეთის კონტური და მოცულობახარვეზის შემოწმებაგანაცხადი გაგზავნამდეპორტალიპროექტები, დოკუმენტები, ისტორია

რაზე დგას

ციფრები 49 739 გამოქვეყნებულ აქტზეა დათვლილი (01/07/2024 – 30/06/2026). აგრეგატში მისამართი, სრული საკადასტრო კოდი და აქტის ნომერი არ არის.

ArchiBot წინასწარი შეფასებაა და არა სამართლებრივი დასკვნა — კონკრეტული პროექტი არქიტექტორმა უნდა გადაამოწმოს. საბოლოო პარამეტრებს მერია ადგენს გეგმარებითი დავალების გაცემისას; პროექტს ხელს არქიტექტორი აწერს.

© 2026 Mediator Tbilisi · კონფიდენციალურობა · პირობებიანონიმური შემოწმება ჩვენს სერვერზე არაფერს არ აგზავნის · პორტალში ინახება ის, რასაც ავსებ და ატვირთავ